ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000999
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 23.05.2021
კატეგორია ................... უსაფრთხოება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
 შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • დეტალებზე ორიენტირება
  • გუნდის კოორდინაცია და მართვა
  • პრობლემის იდენტიფიცირება , ანალიზი და მოგვარება
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება (ხარისხის შენარჩუნებით)
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა;
  • ტექნიკური დანადგარების მუშობის პრინციპის ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამის, საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი, დიპლომი);
  • ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და გადამუშავების პროცესების ცოდნა;
  • გარემოსდაცვითი მმართველის სერტიფიკატი.

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების პოლიტიკის  დაგეგმვა, განხორციელება, მართვა  და კონტროლი;
  • გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავება;
  • კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და განახლება;
  • საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისად შრომისა, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მართვის დოკუმენტირებული სისტემის შექმნა და პერიოდული განახლება;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარული მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა (მეტროლოგიის, ხანძარსაწინააღმდეგო, სტანდარტიზაციის და სხვ.) ორგანიზაციებთან გაფორმებული  ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე; 
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
  • რისკების მონიტორინგი სტანდარტული ჩეკ-ლისტის მეშვეობით;
  • დასაქმებულთათვის საჭირო ინსტრუქტაჟების შედგენა  და გაცნობა;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
  • იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას;
  • შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დადგენილი პერიოდულობით, სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • კონტრაქტორების კონტროლი კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების  დროს;
  • სამუშაო სივრცეში მომხდარი უბ.შემთხვევის აღრიცხვა, მოკვლევა და ანგარიშგება;
  • დასაქმებულთა სწავლება (შესავალი, პირველადი, განმეორებითი, რიგგარეშე) ინსტრუქტაჟების ჩატარება;
  • ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება;
  • გარემოს დაცვითი აუდიტის/ინსპექტირების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პრევენციული და რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გარემოზე ზიანის მიყენების შემცირების მიზნით შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება;
  • საგანგებო კრიზისული სიტუაციების გეგმის შედგენა;
  • გარემოს დაცვის მიზნით, ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე თანამშრომლების პირველადი და მიმდინარე ინსტრუქტაჟების ჩატარება/გაცნობა;
  • საფრთხის კონტროლის და მონიტორინგის სისტემის შექმნა:
  • ინციდენტების რეპორტირება;
  • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!