ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

დაიწყე კარიერა თეგეტა თრაქ ენდ ბასში

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000969
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა თრაქ ენდ ბას
მოქმედების ვადა ......... 20.05.2021
კატეგორია ................... ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე დამწყები

ძირითადი მოთხოვნები

   
განათლება
ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • ადაპტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
მართვის მოწმობა B კატეგორია

სამუშაოს აღწერა

 
თეგეტა აკადემია  აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის და მოსწავლე მექანიკოსის პოზიციაზე
 
თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში და გარანტირებულად დასაქმდეთ თეგეტაში სატვირთო და სპეც.ტექნიკის მიმართულებით.
 
თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა  ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას ჰოლდინგის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.
 
სასწავლო პროცესის აღწერა:
  • ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიწყებენ პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც  შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია  „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“   პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას  ფილიალებში თბილისის მასშტაბით.
  • სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.
     
სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია თეგეტა თრაქ ენდ ბასის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია

 
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებას!