თეგეტა აკადემია აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტისა და მოსწავლე მექანიკოსის პოზიციაზე
თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში და გარანტირებულად დასაქმდეთ თეგეტაში სატვირთო და სპეც.ტექნიკის მიმართულებით.
თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას ჰოლდინგის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.
სასწავლო პროცესის აღწერა:
- ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიწყებენ პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ფილიალებში თბილისის მასშტაბით.
- სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.
სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია თეგეტა თრაქ ენდ ბასის მიერ.