ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

პროექტის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000943
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. გრავიტა
მოქმედების ვადა ......... 05.03.2021
კატეგორია ................... ინჟინერია/არქიტექტურა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 5 წელი
 
ინჟინერია/არქიტექტურა 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
სამშენებლო პროექტის წაკითხვის/გარჩევის გამოცდილება და უნარები.

სამუშაოს აღწერა

  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განსაზღვრასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობა;
  • ახალი პროექტების დამუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შედგენა;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული და კომერციული პროექტების მართვა;
  • პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
  • შეხვედრების ორგანიზება და საკონფერენციო ოთახების გამზადების უზრუნველყოფა;
  • პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ოქმის შედგენა და შემდგომი პროგრესის კონტროლი;
  • შემოსული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • სხვადახვა  დოკუმენტაციისა და რეპორტების წარმოება;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ყოველთვიური ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება:
  • შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!