ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სერვისის მითერი - პორშე

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000919
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. პორშე ცენტრი თბილისი
მოქმედების ვადა ......... 28.02.2021
კატეგორია ................... მომსახურება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სტაჟიორი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ინფორმაციის ანალიზის უნარი
  • დროის მართვის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
MS office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

სამუშაოს აღწერა

  • შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება;
  • მომხმარებლებისთვის ყავა/ჩაი/წასახემსებლის შეთავაზება;
  • მომხმარებლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ;
  • ოფისში შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • რეგიონალური წარმომადგენლების მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა  სატელეფონო ან იმეილ-კომუნიკაციისას;
  • მომხმარებელთა მიერ უკმაყოფილების ან პრეტენზიის დაფიქსირების იდენტიფიცირება და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება/აღრიცხვა;
  • მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება;
  • მასტიმულირებელი მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • შოურუმისა და სერვისის ლაუნჯის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დროული დაკავშირება;
  • ავტომობილებთან განთავსებულ სტენდებზე ინფორმაციის განახლება და სიზუსტის გადამოწმება, სერვისის ლაუნჯის აქსესუარების წიგნაკებითა და ჟურნალებით მომარაგება, ციფრული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!