ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სექტორის მენეჯერი - თეგეტა თრაქ & ბას - თელავი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000899
ადგილმდებარეობა ........ თელავი
ორგანიზაცია ................. თეგეტა თრაქ ენდ ბას
მოქმედების ვადა ......... 01.03.2021
კატეგორია ................... სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
სფერო: ბიზნესის მართვა, ინჟინერია, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
დამატებითი მოთხოვნები
მართვის მოწმობა - B კატეგორია;
 
სამოტივაციო წერილში მოგვწერეთ, თუ გაქვთ სამოყვარულო ცოდნა ან გამოცდილება საავტომობილო სფეროში.

სამუშაოს აღწერა

  • სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
  • სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • შეთავაზებულ  მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
  • სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!