ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

არაკომერციული შესყიდვების ოფიცერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000753
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 25.09.2020
კატეგორია ................... შესყიდვები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • Microsoft Office Excel
  • Microsoft Office Word
  • Microsoft Office Powerpoint
 
 

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის მასშტაბით საჭირო პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
  • ტენდერით გამარჯვებულ კომპანიებთან თანამშრომლობა, შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით;
  • ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლების მოძიება, ფასების შედარება და საბოლოო შემოთავაზების დამტკიცების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასდაკლებების და თანხის გადახდის პირობებზე დადგენილი შიდა პირობების გათვალისწინებით;
  • დეპარტამენტების მიერ მოთხოვნილი მომსახურების ან პროდუქციის მახასიათებლების  შესახებ ინფორმაციის დაზუსტება-სრულყოფა შეკვეთის მოსამზადებლად;
  • მოწოდების ვადის განსაზღვრა და დაგეგმვა კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან და მომწოდებელებთან ერთად;
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი მომწოდებლების მოძიება და პერიოდულად მომწოდებლების ბაზის განახლება;
  • დაზუსტებული შეკვეთების მიწოდება შერჩეულ მომწოდებელზე;
  • საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო შესყიდვების უზრუნველყოფა;
  • შესყიდული პროდუქციის შემოსვლის და მომსახურების ხარისხიანად შესრულების შემდეგ დამკვეთი დეპარტამანეტის ინფორმირება სამუშაოს შესრულების შესახებ;
  • შესყიდვების პროცესში არსებული დოკუმენტების გატარება SAP ERP სისტემაში;
  • კომპანიის დამატებით სარგებელისთვის ბაზარზე საჭირო კომპანიების პროაქტიულად მოძიება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!