ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ტრენინგებისა და კარიერის განვითარების მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000526
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 30.11.2019
კატეგორია ................... ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
სფერო: ტრენინგები და სწავლება.
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
სფერო: სოციალური მეცნიერებები (სასურველია)
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი.
 
 

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის მასშტაბით ტრენინგებისა და განვითარების გეგმის შედგენა;
  • ტრენინგ ცენტრის ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი;
  • კომპანიის თანამშრომლების სწავლებისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება;
  • გაყიდვების, მომსახურებისა და სერვისის პერსონალისთვის საბაზისო კომპეტენციებისა და ცოდნის განვითარების მოდულების განსაზღვრა, მასალების მომზადება და   ტრენინგის  პოტენციური მონაწილეების მონაცემთა ბაზის  შექმნა-მართვა;
  • ახალი პროდუქციის ან სერვისის დანერგვისას, პერსონალის მომზადება-გადამზადების სისტემის შექმნა;
  • ხარისხიანი მომსახურების ძირითადი სტანდარტის („სერვის +“) ტრენინგ მოდულის განვითარება, ტრენინგ მასალებისა და დამხმარე მასალების შედგენა, ტრენინგის სალექციო კურსის წაძღოლა, მომსახურების ძირითადი სტრანდარტის ტრენინგის დანერგვა;
  • ტრენინგების  შეფასების სისტემის შექმნა და მიღებული ცოდნის ეფექტურობის შეფასების კოორდინაცია;
  • ორგანიზებული  ტრენინგების მონაცემთა ბაზის შექმნა, ხელშეკრულებებისა და ტრენინგების ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!