ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ავტო-გაქირავების მენეჯერი - თეგეტა ქარ რენთ

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000466
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. შპს "თეგეტა ქარ რენთ"
მოქმედების ვადა ......... 30.09.2019
კატეგორია ................... სხვა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი ავტოგაქირავების სფეროში.
 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
საავტომობილო სფეროსა და გაქირავების ბაზრის დინამიკის ცოდნა;
MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

სამუშაოს აღწერა

  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა - მათი დატვირთულობისა და სამუშაოს სწორი განაწილების კონტროლი;
  • გასაქირავებელ სტოკში არსებული ავტომობილების წესრიგისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • გაქირავებისა და ჩაბარების სრული ციკლის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ავტომობილების მიწოდების უზრუნველყოფა თბილისისა და რეგიონების მასშტაბით;
  • ავტომობილებთან დაკავშირებული დაზღვევის ადმინისტრირება და სადაზღვევო პირობების  შესრულებაზე ზრუნვა;
  • ბიუჯეტირება და ხარჯების აღრიცხვა - ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულარული ხარჯების პროგნოზირება და ანალიზი;
  • ავტომობილების შესაბამის ლოკაციებზე განთავსებისა და ნებართვებთან დაკავშირებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;
  • პროექტის სამიზნე სეგმენტის განსაზღვრაში მონაწილეობა, რეალიზაციის ახალი არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • ფასთა დინამიკის მუდმივი მონიტორინგი გაქირავების ბაზარზე;
  • ტესტ-დრაივების ორგანიზება;
  • მონაცემთა ბაზების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.