ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

გაყიდვების კონსულტანტი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000464
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 10.10.2019
კატეგორია ................... გაყიდვები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი.
 
სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.
განათლება
ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
ვაკანსია ცხადდება საბურავების, ზეთების, ნაწილებისა და დანადგარების მიმართულებით.
 
საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა

  • მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლის საჭიროების დადგენა   და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
  • მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
  • კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
  • პროდუქციის სასაწყობო  ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!