ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სახარჯი მასალებისა და ინსტრუმენტების საწყობის მენეჯერის თანაშემწე

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000439
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 10.09.2019
კატეგორია ................... საწყობი
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი.
 
სფერო: საწყობი , მომარაგება.
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
 
 

სამუშაოს აღწერა

  • საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა;
  •  კომპანიის  ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
  • წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
  • დანაკლისის და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მარაგების ჯგუფისთვის;
  • ყოველ ორ თვეში ერთხელ საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მარაგების დეპარტამენტისთვის;

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!