ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

მთავარი ბუღალტრის მოადგილე

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000411
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. სათაო ოფისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 26.09.2019
კატეგორია ................... ბუღალტერია
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
ბუღალტერია - 2  წელი
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
სფერო: ეკონომიკა, ფინანსები
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
  • მუშაობის გამოცდილება SAP/ERP სისტემასთან  სასურველია, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას.

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
  • საბურალტრო ნაშთების კონტროლი;
  • საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება  და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი:
  • საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელთა მართვა; გუნდის ჩამოყალიბებაზე და მის მუდმივ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
  • მისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტიანი გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონტროლი კომპანიაში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!