ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ზოგადი სერვისის სპეციალისტი - ტოიოტა

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000386
ადგილმდებარეობა ........ თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქუჩა N6
ორგანიზაცია ................. ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მოქმედების ვადა ......... 30.06.2019
კატეგორია ................... ავტო-მომსახურება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სერვისის ოპერაციებში. 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • გუნდის მართვის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • საავტომობილო სფეროს საფუძვლიანი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

  • ტექნიკური ჯგუფის მართვაში ჩართულობა - ფუნქციების განაწილება, დისციპლინის მონიტორინგი, სერვისის  დატვირთულობისა და მორიგეობების კონტროლი;
  • გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა - ტექნოლოგიური სიახლეების ათვისება, დაქვემდებარებული გუნდისთვის გადაცემა და დანერგვის ხელშეწყობა;
  • Clock-in/Clock-out-ისა და რიგის მართვის სისტემების ადმინისტრირება და კონტროლი;
  • სერვისის ხარისხის მონიტორინგი -  მომხმარებლისთვის ავტომობილის სათანადოდ შეკეთებულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში დაბრუნების კონტროლი;
  • სერვისთან დაკავშირებული სხვადასხვა მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა;
  • სერვის-ოპერაციების „ტოიოტა“-ს სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების ჯგუფთან  კოორდინირებული მუშაობა, დროული ინფორმირება შეფერხებებისა და დამატებითი სამუშაოების შესახებ;
  • სერვისის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველოფა;
  • სერვის-ოპერაციების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • სერვის-მენეჯერის ასისტენტირება  სხვა დავალებების ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია

 
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!