ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ოფისის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000360
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. სათაო ოფისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 31.05.2019
კატეგორია ................... ადმინისტრაცია
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
 
სფერო -ადმინისტრაცია; საქმისწარმოება
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი.
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • წერითი კომუნიკაციის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება და ადრესატისათვის მიწოდება;
  • კომპანიაში შემომავალი ზარების პასუხი და სწორი კოორდინაცია;
  • კომპანიის საინფორმაციო ელექტრონული ფოსტის მისამართზე შემოსული ელექტრონული წერილების გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
  • კომპანიის/თანამშრომლების სახელზე მიღებული ამანათების/წერილების აღრიცხვა/გადამისამართება ადრესატთან;
  • ხელშეკრულებების რეგისტრაციაში გატარება, აღრიცხვა, დაცვა;
  • დოკუმენტაციისა და გაცემული აქტების აღრიცხვა, რეგისტრაცია, შენახვა, დაცვა;
  • დოკუმენტაციის არქივში გადასაცემად მომზადება;
  • სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტაციის მომზადების ვადებისა და სხვა ფორმალური მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში