ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

შესყიდვების ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000331
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. სათაო ოფისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 26.04.2019
კატეგორია ................... შესყიდვები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი მონაცემთა ანალიზის მიმართულებით. 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი.
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • ms office მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

  • საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;
  • ბუფერული მარაგების კონტროლი;
  • შესყიდვების და ლოგისტიკის პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და მათი ანალიზი;
  • საქონლის ABC ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
  • მომწოდებელთან გადახდის პირობების ანალიზი, არსებული მდგომარეობის შეფასება, გადარიცხვების ყოველთვიური გეგმის შედგენა და შემდგომ ყოველდღიური განახლება;
  • შესყიდვების და ლოგისტიკის მიმართულებით მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი;
  • არსებული მონაცემების საფუძველზე სხვადასხვა ანგარიშგებების და პრეზენტაციების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • შესყიდვების და ლოგისტიკის დეპარტამენტის პროცესების შესწავლა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • შესყიდვების და ლოგისტიკის დეპარტამენტის პროცესების ანალიზი მაქსიმალური ავტომატიზაციის მიზნით, ავტომატიზაციის წინადადებების შემუშავება და ტექნიკურ გუნდთან მუშაობა;
  • დეპარტამენტის უფროსთან ერთად წლის ბიუჯეტზე მუშაობა;
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების შემუშავება და მენეჯმენტისთვის გაცნობა.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!