ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

B2B გაყიდვების მენეჯერი - ტოიოტა ცენტრი თეგეტა

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000315
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. ვაკე. უნივერსიტეტის ქ N6
ორგანიზაცია ................. ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მოქმედების ვადა ......... 14.04.2019
კატეგორია ................... გაყიდვები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
სფერო: გაყიდვები
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა

სამუშაოს აღწერა

  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება ავტომობილებისა და ავტომობილების მომსახურების (სერვისის) მიმართულებით;
  • ავტომობილების რეალიზაციის სტიმულირება და ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგიის ფორმირება ავტომობილების გაყიდვების გუნდთან ერთად;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება - შეხვედრების, სატელეფონო ზარებისა და სხვადასხვა არხების მეშვეობით;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
  • კორპორატიულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ინფორმაციის მიღება და ანალიზი;
  • მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამაში (SAP);
  • ტენდერების მონიტორინგი და სატენდერო წინადადებების მომზადება;
  • ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
  • კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ყოველდღიურ პროცესში მონაწილეობა -  ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ, შემდეგი ტექ. მომსახურების შესახებ ინფორმირება.
  • სერვისის სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარების ხელშეწყობა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა; 
  • ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!