ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სასწავლო პროცესისა და ხარისხის მართვის მენეჯერი - თეგეტა აკადემია ბათუმი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000285
ადგილმდებარეობა ........ ბათუმი
ორგანიზაცია ................. თეგეტა აკადემია
მოქმედების ვადა ......... 31.03.2019
კატეგორია ................... ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
სფერო - ტრენინგები და სწავლება.
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • წერითი კომუნიკაციის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • მსგავს პოზიციაზე ან პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • შერჩეული კანდიდატები მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან თბილისში, თეგეტა აკადემიაში.
 

სამუშაოს აღწერა

  • ყოველწლიური ავტორიზაციისთვის ანგარიშისა და თვითშეფასების მომზადება;
  • სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული მასწავლებლების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • პროფესიული მასწავლებლების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესში ხარისხის შემოწმების გამჭვირვალე მექანიზმის დანერგვა;
  • ხარისხის გარე და შიდა შემოწმების გამჭვირვალე მექანიზმების შექმნა/დანერგვა/სრულყოფა;
  • აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების კანონმდებლობის მოთხოვნებთან და დარგობრივ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება, მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება.
  • ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის, ხოლო არსებულის დახვეწა/მოდიფიცირების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!