ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

მენეჯერი - თეგეტა აკადემია ბათუმი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000284
ადგილმდებარეობა ........ ბათუმი
ორგანიზაცია ................. თეგეტა აკადემია
მოქმედების ვადა ......... 31.03.2019
კატეგორია ................... ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი
 
ტრენინგები და სწავლება; საავტომობილო სფერო.
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • მსგავს პოზიციაზე ან პროფესიული სწავლების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • საავტომობილო ან/და ტექნიკურ სფეროში განათლება/სამუშაო გამოცდილება აუცილებელია. 
  • შერჩეული კანდიდატები მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან თბილისში, თეგეტა აკადემიაში.

სამუშაოს აღწერა

  • აკადემიის სასწავლო და ადმინისტრაციული საქმიანობის მონიტორინგი;
  • აკადემიაში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობის დადგენა და მონიტორინგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან;
  • აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესისა და საწარმოო პროცესის ზედამხედველობა;
  • აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალისა და სასწავლო პროცესში უშუალოდ ჩართული ადამიანური რესურსების მონიტორინგი;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აკადემიის სამართლებრივი აქტების დაცვის მონიტორინგი.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!