ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000275
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. სათაო ოფისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 28.02.2019
კატეგორია ................... შესყიდვები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი შესყიდვების ან მომარაგების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე
 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
 
 

სამუშაოს აღწერა

  • შესყიდვების გეგმის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა;
  • შესყიდვის ობიექტთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ფასების, მახასიათებლებისა და მომწოდებლების დონეზე;
  • სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან ინფორმაციის მიღება კონკრეტულ შესყიდვის ობიექტზე, პერიოდსა და  ბიუჯეტზე;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთანხმება მენეჯმენტთან;
  • სამშენებლო-სარემონტო პროექტთან დაკავშირებული მომწოდებლების მოძიება, შესასყიდი მომსახურების/საქონლის ფასების დადგენა და შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვის წარმოება და წარდგენა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება მიწოდების პირობებზე, ფასზე, ხარისხზე, ვადებსა და გარანტიებზე;
  • სისტემატური (საკანცელარიო, სამეურნეო და სხვ.) არაკომერციული შესყიდვების დროული და ხარისხიანი განხორციელება/კონტროლი;
  • არაკომერციული შესყიდვების სტატისტიკის წარმოება;
  • არაკომერციული შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის  (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება/ინსპექტირება;
  • გრძელვადიანი არაკომერციული ხელშეკრულებების (იჯარა, მომსახურება) პირობების მონიტორინგი;
  • დოკუმენტების მიუკერძოებლად და დადგენილი წესის მიხედვით მომზადება და დოკუმენტების შესანახად საჭირო პირობების შექმნა/დაცვა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი, შედეგების გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • გადარიცხვის მოთხოვნების წარმოება, კონტროლი, ანალიზი;
  • გადახდების ბიუჯეტის შედგენა, ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია, ანალიზი;
  • არაკომერციული საქონლის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, მომწოდებლების    მოძიება, პირობების დადგენა, მოლაპარაკებების წარმოება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!