ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ბულდოზერის ოპერატორი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000266
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა რენტალს
მოქმედების ვადა ......... 28.02.2019
კატეგორია ................... სპეც.ტექნიკა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი მსგავსი მიმართულებით
 
განათლება
მსგავსი მიმართულებით პროფესული განათლება ჩაითვლება უპირატესობად 
 
ენები
  • ქართული - კარგი
უნარები
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
დამატებითი მოთხოვნები
  • ტექნიკის (ბულდოზერის) ოპერირების უნარი;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა - S კატეგორია;
  • ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
  • ტექნიკის მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულების უნარი;
  • ტრენინგები და კვალიფიკაცია: ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ტრენინგი; ტექნიკური უსაფრთხოების ტრენინგი.

სამუშაოს აღწერა

  • ბულდოზერის ოპერატორი პასუხისმგებელია მიმაგრებული ტექნიკის მოვლა-პატრონობაზე და ვალდებულია, შეასრულოს დამქირავებლის მითითებები კომპეტენციის ფარგლებში;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულებამდე,  ბულდოზერის ყოველდღიური მომსახურების ჩატარება. (ძრავის ზეთის დონის შემოწმება, გამაგრილებელი სითხის დონის შემოწმება, საწვავის სისტემაში არსებული მდგომარეობის ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში წყლის სალექარი ფილტრებიდან წყლის ჩამოცლა და სახელმძღვანელოთი გაწერილი სხვა სამუშაოების შესრულება);
  • ბულდოზერის ოპერირება - სამშენებლო ობიექტზე ქვაბულის მოსწორება, საგზაო სამუშაოების შესრულება, სხვადასხვა ნაშალი ტვირთვის გადატანა/გაშლა/მოგორვება, მთების დატერასება, გრუნტიდ მოსწორება და ა.შ;
  • სამუშაო დღის დასრულებისას, ტექნიკის გადაყვანა სადგომზე და შესაბამისი ზომების მიღება მისი არაკანონიერი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით (ავტომანქანის სალონის დაკეტვა; ხელსაწყოების უსაფრთხოდ დაფიქსირება/დაკეტვა).

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!