ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

იურისტი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000245
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. სათაო ოფისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 02.04.2019
კატეგორია ................... იურიდიული
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 5 წელი მსგავსი მიმართულებით
 
განათლება
ხარისხი: მაგისტრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - ძალიან კარგი
  • ინგლისური - ძალიან კარგი
უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • აუცილებელია, აპლიკანტს ჩაბარებული ჰქონდეს სამოქალაქო სპეციალიზაციით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
  • სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა.
  • აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ და რუსულ ენებში. 

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებები, სარჩელები, საჩივრები, აქტები, დასკვნები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა;
  • დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ლიცენზიების ან/და სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოში წარმომადგენლობა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სახელმწიფო ორგანოებში;
  • სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის ხელმძღვანელებისათვის;
  • მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
  • კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
  • თეგეტა მოტორსის და მისი შვილობილი კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებას!