ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

შვილობილი კომპანიების კურატორი მთავარი ბუღალტერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000208
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 31.03.2019
კატეგორია ................... ბუღალტერია
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი
 
სფერო-ბუღალტერია.
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • გუნდის მართვის უნარი
  • Microsoft Office Excel
დამატებითი მოთხოვნები
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომპანიაში, საშუალო ყოველწლიური ბრუნვით 50 000 000 ლარის ოდენობით;
  • მინიმუმ 10 კაციანი გუნდის მართვის გამოცდილება
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA
  • ქართული საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
  • მუშაობის გამოცდილება SAP/ERP სისტემასთან  სასურველია, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას.

სამუშაოს აღწერა

 
ვაკანსია ითვალისწინებს მინიმუმ სამი და მეტი შვილობილი კომპანიის ბუღალტერიის მართვას.
  • ჰოლდინგის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე კომპანიების საბუღალტრო სამსახურების მიზნების განსაზღვრა, მათი მაღალი ხარისხით შესრულების კონტროლი;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შვილობილი კომპანიების საერთო ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და სტანდარტების შექმნა, შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის აწყობა, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, ჰოლდინგის შიდა სტანდარტების გათვალისწინებით;
  • საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • საგადასახადო აუდიტის დროს, შვილობილი კომპანიების სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
  • საბუღალტრო სამსახურის მხრიდან კომპანიების კლიენტებთან/პარტნიორებთან (ბანკები, დებიტორები, კრედიტორები და სხვ.) მოლაპარაკება და საქმის წარმოება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება  და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელთა მართვა; გუნდის ჩამოყალიბებაზე და მის მუდმივ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • მისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტიანი გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონტროლი ჰოლდინგში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!