ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

დაგეგმვისა და კონტროლის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000207
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. სათაო ოფისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 31.03.2019
კატეგორია ................... ფინანსები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი.
 
სფერო: ანალიტიკა; ფინანსები; სტრატეგიული დაგეგმვა.
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, სტატისტიკა, ფინანსები.
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დაგეგმვის უნარები
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
Ms office მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით წლიური ბიუჯეტის შედგენა, მისი პერიოდული განახლება და ამ პროცესების კოორდინირება;
  • დაგეგმარების პოლიტიკის ოპტიმიზაცია  და შემდგომი დანერგვა;
  • ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და გადახრების ანალიზი;
  • კომპანიის მენეჯმენტისთვის და სტრუქტურული ერთეულებისთვის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება;
  • დაგეგმარების პროცესის ავტომატიზაციაში აქტიური ჩართულობა.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებას!