ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სერვისის მითერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000190
ადგილმდებარეობა ........ თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
ორგანიზაცია ................. ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მოქმედების ვადა ......... 10.10.2018
კატეგორია ................... მომსახურება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე . სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ინფორმაციის ანალიზის უნარი
  • დროის მართვის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • MS office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

სამუშაოს აღწერა

  • სერვისში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება;
  • მომხმარებლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ;
  • ოფისში შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • რეზერვაციასთან დაკავშირებული ზარების მიღება და მომხმარებლების სერვისზე ჩაწერა;
  • გამავალი ზარების განხორციელება და მომხმარებლების ინფორმირება გეგმიურ სერვისთან დაკავშირებით;
  • რეგიონალური წარმომადგენლების მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა  სატელეფონო ან იმეილ-კომუნიკაციისას;
  • წინასწარი ჩაწერის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთა მიერ უკმაყოფილების ან პრეტენზიის დაფიქსირების იდენტიფიცირება და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება/აღრიცხვა;
  • მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება;
  • მასტიმულირებელი მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • შოურუმისა და სერვისის ლაუნჯის სისუფთავესა და მოწესრიგებულობაზე  მუდმივი ზრუნვა - ავტომობილებთან განთავსებულ სტენდებზე ინფორმაციის განახლება და სიზუსტის გადამოწმება, სერვისის ლაუნჯის აქსესუარების წიგნაკებითა და ჟურნალებით მომარაგება, მაგიდების სისუფთავის უზრუნველყოფა, ციფრული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!