ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

მეორადი ავტომობილების მიმართულების განვითარების მენეჯერი - ტოიოტა ცენტრი თეგეტა

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001830
ადგილმდებარეობა ........ თბილისი - ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
ორგანიზაცია ................. ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მოქმედების ვადა ......... 04.10.2022
კატეგორია ................... ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
ენები
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
დამატებითი მოთხოვნები
  • სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

სამუშაოს აღწერა

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"  აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების მიმართულების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების დეპარტამენტში.
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge
მისამართი:  თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი  09:30-დან 15:00-მდე)
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მეორადი ავტომობილების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
  • მეორადი ავტომობილების რეალიზაციის ახალი არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
  • საავტომობილო ბაზრის კვლევა, ფასთა დინამიკის მუდმივი მონიტორინგი;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;
  • მეორადი ავტომობილების ჩაბარებისა და რეალიზაციიის სრული ციკლის მართვა;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
  • მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • აქსესუარების რეალიზაციის სტიმულირება - აქსესუარების კატალოგის შესწავლა, ავტომობილების სხვადასხვა მოდელებისთვის ეფექტური კომბინაციების შემუშავება და მომხმარებლებითვის შეთავაზება;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!