ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

შიდა აუდიტორი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001826
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 16.10.2022
კატეგორია ................... აუდიტი
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
აუდიტი - 2  წელი
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
 
სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები
ენები
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კრიტიკული აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • კონტროლინგის/რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა
  • რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა
  • CIA/ACCA/CFA ეტაპების გავლა ჩაითვლება უპირატესად
  • SAP/ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის მასშტაბით არსებული ბიზნეს პროცესების კუთხით აუდიტორული შემოწმების ჩატარება
  • კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
  • კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მასშტაბით ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მასშტაბით ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და არსებულ კანონმდებლობასთან
  • აუდიტორული შემოწმებების დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელებისას მხარდაჭერა და ვადების კონტროლი
  • შემოწმების შედეგების დოკუმენტირება, აუდიტის დასკვნებისთვის საბოლოო სახის მიცემა და განხილვა პასუხისმგებელ პირებთან
  • კონტროლი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე და Follow-Up შემოწმებების ჩატარება
  • აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • გეგმის ვადებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება
  • აუდიტის ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად
  • აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი ანგარიშების და რეკომენდაციების წარდგენა

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!