ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სამეურნეო ასისტენტი - ტოიოტა ცენტრი თეგეტა

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001824
ადგილმდებარეობა ........ თბილისი - ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
ორგანიზაცია ................. ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მოქმედების ვადა ......... 20.10.2022
კატეგორია ................... ადმინისტრაცია
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
 
უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია

სამუშაოს აღწერა

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"  აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge
მისამართი:  თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6.
  სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი  09:30-დან 15:00-მდე).
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სისტემების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
  • ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესში ჩართულობა;
  • წყლის დისპენსერების გამართულად მუშაობის მონიტორინგი და აპარატების წყლით უზრუნველყოფა;
  • გასაყიდი ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფის მონიტორინგი;
  • მსხვილ სამეურნეო და ტექნიკური პროექტებში ჩართულობა;
  • სამშენებლო/კოსმეტიკური პროექტებისთვის ხელოსნების მოძიების პროცესში ჩართულობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
  • სხვადასხვა საოფისე ინვენტარისა და ნივთების საჭიროების განსაზღვრა და ექსპლუატაციის წესების დაცვის მონიტორინგი;
  • შეძენილი სამეურნეო/საოფისე საქონლის ან მიღებული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ გამართული ღონისძიებების მხარდაჭერა ტექნიკურ საკითხებში;
  • საჭიროების შემთხვევაში ინვენტარის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!