ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სტაჟირება მექანიკოსის პოზიციაზე ვოლვოში

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001509
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ვოლვო
მოქმედების ვადა ......... 10.07.2022
კატეგორია ................... სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
 

სამუშაოს აღწერა

ვოლვო იწყებს სტაჟირების პროგრამას დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს მიიღოს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლოს პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით,  და დასაქმდეს საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.
 
  • სტაჟირება ანაზღაურებადია.
  • გრაფიკი -  სრული 
  • ხანგრძლივობა - 6 თვე.
 
სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ ჩართული იყოთ :
  • ვოლვოს სერვის ცენტრში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილების დეფექტაციის პროცესში;
  • სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების დაფიქსირებაში;
  • სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილების დიაგნოსტირების და სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესში;
  • შეისწავლით თეორიას და პრაქტიკას გაივლით ვოლვოს სტანდარტების მიხედვით.
 
წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ვოლვოს ცენტრში
 
ვოლვო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:
  • მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას; საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!