ვოლვო იწყებს სტაჟირების პროგრამას დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს მიიღოს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლოს პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით, და დასაქმდეს საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.
- სტაჟირება ანაზღაურებადია.
- გრაფიკი - სრული
- ხანგრძლივობა - 6 თვე.
სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ ჩართული იყოთ :
- ვოლვოს სერვის ცენტრში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილების დეფექტაციის პროცესში;
- სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების დაფიქსირებაში;
- სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილების დიაგნოსტირების და სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესში;
- შეისწავლით თეორიას და პრაქტიკას გაივლით ვოლვოს სტანდარტების მიხედვით.
წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ვოლვოს ცენტრში
ვოლვო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:
- მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას; საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
- უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.