კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“
მოსწავლე-ტექნიკოსის ანაზღაურებადი სტაჟირება
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აცხადებს სტაჟირებას დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს მიიღოს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლოს პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სერვისის მიმართულებებით, და დასაქმდეს საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.
- სტაჟირება ანაზღაურებადია
- გრაფიკი - სრული
- ხანგრძლივობა - 6 თვე.
სტაჟირება ცხადდება ტოიოტა ცენტრი ბათუმის სერვისში, შემდეგი მიმართულებით:
- მსუბუქი ავტომობილის ზოგადი სერვისი : (სავალი ნაწილის შეკეთება; ძრავსა და გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა; ვულკანიზაცია)
სტაჟირების პერიოდში, სტაჟიორს გამოცდილებას გაუზიარებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები.
ტოიოტა ცენტრი ბათუმი სთავაზობს:
- მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
- უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
- საერთაშორისო დონის ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.
დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან შერჩევის ეტაპს და გასაუბრებას.
გისურვებთ წარმატებებს!