ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

მთავარი ბუღალტრის მოადგილე - ტოიოტა ცენტრი თეგეტა

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001476
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მოქმედების ვადა ......... 21.07.2022
კატეგორია ................... ბუღალტერია
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
სფერო: ეკონომიკა, ფინანსები
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია SAP/ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
  • ​საბუღალტრო ნაშთების კონტროლი;
  • საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • თვის/წლის დახურვის პროცესების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!