ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001415
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ევროპქარ ჯორჯია
მოქმედების ვადა ......... 28.01.2022
კატეგორია ................... გაყიდვები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საავტომობილო ან საფინანსო სფეროში
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - ძალიან კარგი
  • ინგლისური - ძალიან კარგი
უნარები
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • MS Office პროგრამების ცოდნა
 
 

სამუშაოს აღწერა

  • ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
  • ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
  • არსებულ კერძო კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით;
  • კერძო კორპორატიული ორგანიზაციების პორტფელის წარმოება;
  • ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
  • ტენდერების შედეგის მიხედვით რეპორტის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!