ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ბიზნეს პროცესების მიმართულების აუდიტორი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001404
ადგილმდებარეობა ........ თბილისი. სათავო ოფისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 31.01.2022
კატეგორია ................... აუდიტი
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით - 3 წელი
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კრიტიკული აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოტივირებულობა
დამატებითი მოთხოვნები
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • CIA/ACCA/CFA ეტაპების გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

  • აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • გეგმის ვადებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტის შიდა რეგულაციებისა და მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროებისამებრ, აუდიტის ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
  • კომპანიის მასშტაბით არსებული ბიზნეს პროცესების კუთხით აუდიტორული შემოწმების ჩატარება;
  • კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან;
  • აუდიტორული შემოწმებების დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელებისას მხარდაჭერა და ვადების კონტროლი;
  • შემოწმების შედეგების დოკუმენტირება, აუდიტის დასკვნებისთვის საბოლოო სახის მიცემა და განხილვა პასუხისმგებელ პირებთან;
  • კონტროლი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე და Follow-Up შემოწმებების ჩატარება;
  • აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი ანგარიშების და რეკომენდაციების წარდგენა.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებას!