ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ელექტრიკოსი - ბათუმი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001318
ადგილმდებარეობა ........ ბათუმი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 30.11.2021
კატეგორია ................... ინფრასტრუქტურული განვითრება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
უნარები
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • სისხარტე
დამატებითი მოთხოვნები
ელექტრო მოწყობილობების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა
ელექტროენერგეტიკის  საკვალიფიკაციო მოწმობა

სამუშაოს აღწერა

  • ბათუმის ფილიალებში შენობა-ნაგებობების, ელექტრო გამანაწილებელი ფარების დათვალიერება და კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში შეკეთება;
  • ბათუმის ფილიალებში დიზელ გენერატორებზე საწვავის რაოდენობისა და ზეთის დონის კონტროლი; გაგრილების სისტემაში წყლის დონისა და ნამუშევარი საათების კონტროლი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ბათუმის ფილიალებში ახალი სამონტაჟო სამუშაოების ელ. ენერგიით მომარაგება. სადენების კვეთების გათვლა, გამანაწილებელი ფარის დაკომპლექტება სიმძლავრეების მიხედვით, სანათებისა და სამონტაჟო მასალების რაოდენობის დათვლა და მონტაჟი;
  • ბათუმის ფილიალებში დაზიანებული ნათურების, სანათებისა და დროსელების შეცვლა;
  • ბათუმის ფილიალებში გაგრილების, გათბობისა და ვინტილაციის სისტემების მონიტორინგი და მუშა რეჟიმის უზრუნველყოფა;
  • ფილიალების სერვისში ამწეების, კომპრესორებისა და სხვა ელექტრო მოწყობილობებისთვის უწყვეტი ელექტრო ენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ბათუმის ფილიალებში გარე პერიმეტრზე სარეკლამო ლაითბოქსებისა და გარე განათების მუდმივი მონიტორინგი. დაზიანების შემთხვევაში მათი შეკეთება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.