ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში - ბათუმი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0000131
ადგილმდებარეობა ........ ბათუმი
ორგანიზაცია ................. თეგეტა აკადემია
მოქმედების ვადა ......... 25.09.2018
კატეგორია ................... სხვა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი მომსახურების სფეროში.
 
განათლება
ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი.
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • კომუნიკაბელურობა
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • ადაპტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
მართვის მოწმობა B კატეგორია

სამუშაოს აღწერა

თეგეტა აკადემია  აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის  პოზიციაზე  ქ. ბათუმში;
 
თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში და გარანტირებულად დასაქმდეთ თეგეტა მოტორსში.
 
თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა  ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.
 
სასწავლო პროცესის აღწერა:
  • ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ ორთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც  შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია  „თეგეტა მოტორსის“  პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას თეგეტა მოტორსის ფილიალებში.
  • სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის ბათუმის ფილიალში.

დამატებითი ინფორმაცია

სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია თეგეტა მოტორსის მიერ.