ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელი პროგრამა - თეგეტა თრაქ & ბას- თბილისი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001118
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა თრაქ ენდ ბას
მოქმედების ვადა ......... 31.08.2021
კატეგორია ................... ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე არ არის განსაზღვრული

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება
განათლება
ხარისხი: სტუდენტი, არასრული უმაღლესი, პროფესიული
ენები
  • ქართული - კარგი
უნარები
  • აქტიურობა, ენერგიულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
 

სამუშაოს აღწერა

 
ჰოლდინგური კომპანია თეგეტა მოტორსი
 
მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელი პროგრამა
 
   თეგეტა მოტორსი იწყებს სტაჟირების პროგრამას დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს მიიღოს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლოს პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით,  და დასაქმდეს საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.
 
  • სტაჟირება ანაზღაურებადია.
  • გრაფიკი -  სრული 
  • ხანგრძლივობა - 6 თვე.
 
პროფესიული სწავლება ცხადდება თეგეტა მოტორსის სერვისში, შემდეგი მიმართულებით:
    
  • მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილი;
  • ძრავსა და გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა;
  • ვულკანიზაცია.
 
წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის სხვადასხვა ფილიალებში თბილისის მასშტაბით.
 
 
ტრენინგებს ჩაატარებენ თეგეტა აკადემიის ტრენერები და თეგეტა მოტორსის წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილებისმქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები.
 
 
თეგეტა მოტორსი სტუდენტებს სთავაზობს:
 
  • მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
  • საერთაშორისო დონის ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.
 
პროფესიული კურსით დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
 
  1. გასაუბრება;
  2. ტესტირება (ზოგადი უნარები; უცხო ენა)
 
გისურვებთ წარმატებებს!
 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.