ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ადმინისტრაციული ასისტენტი

ვაკანსიის კოდი ............. TGM0001077
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა ......... 18.06.2021
კატეგორია ................... ადმინისტრაცია
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
 
ენები
  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
MS Office-ის პროგრამების ცოდნა

სამუშაოს აღწერა

  • ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული განაცხადების,  შეკვეთების და გადარიცხვის მოთხოვნების შექმნა SAP პროგრამაში;
  • საბუთების აღრიცხვა/დაარქივება და მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისთვის;
  • საწყობში არსებული მასალების გადაადგილების, ჩამოწერისა და ნაშთების ოპტიმიზაციის მიზნით განაცხადების და შეკვეთების წარმოება;
  • ყოველთვიური ადმინისტრაციული საკითხების მართვა - იჯარების, კომუნალური გადახდების, დაცვის პოლიციის,  დასუფთავებისა და დაცვის სისტემების დროული გადახდების უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობიდან გამომდინარე SAP რეპორტების წარმოება და დამუშავება;
  • ფილიალების მხრიდან მოწოდებულ ღია საკითხებზე საბუთების ფორმირება და SAP პროგრამაში გატარება;
  • კრედიტორების შეკვეთებისა და გადარიცხვების შესახებ შესაბამის პირებთან რეპორტის წარმოება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!